მენეჯმენტი

მენეჯმენტი

სოფიო კორძახია

გენერალური დირექტორი

2016 წლის თებერვლის თვეში დაინიშნა კომპანია „ფრესკოს“ გენერალურ დირექტორად. 2014 წლიდან იყო "პროკრედიტ ბანკის" დირექტორი, სათავეში ედგა ადამიანური რესურსების, ფინანსების, საინფორმაციო ტექნოლოგიების,შიდა მომსახურების განყოფილებებსა და კომპლაენსისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ქვეგანყოფილებას.

სოფიო "პროკრედიტ ბანკში" მუშაობდა 2005 წლიდან. დირექტორად დანიშვნამდე იკავებდა სხვადასხვა წამყვან პოზიციებს ადამიანური რესურსების მართვის, რისკების მართვისა და კლიენტთა მომსახურების მიმართულებებით. სოფიო კორძახიამ 2014 წელს დაამთავრა პროკრედიტის აკადემია ტოპ-მენეჯერებისთვის (ფიურტი, გერმანია),2011 წელს კი პროკრედიტის რეგიონალური აკადემია (მაკედონია). 2009 წელს სოფიო კორძახია გახდა ფინანსურ მეცნიერებათა მაგისტრი (გერმანია).




გიგა გაჩეჩილაძე 

დირექტორთა საბჭოს წევრი

გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე კომერციულ დარგში

გიგა გაჩეჩილაძე 2018 წლის 7 მარტიდან  ხელმძღვანელობს კომერციულ დეპარტამენტს. გიგა 2015 წელს შემოუერთდა „ფრესკოს“ გუნდს, 2016 წლიდან კი იკავებდა გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იურიდიულ, ადამიანური რესურსების მართვის, დაცვისა და შიდა უსაფრთხოების დარგში.

გიგა გაჩეჩილაძეს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება რითეილ ბიზნესში. 2015 წლამდე მუშაობდა კომპანია "დეაში", სადაც იკავებდა მთავარი იურისტის პოზიციას. 




ალექსანდრე გურეშიძე

დირექტორთა საბჭოს წევრი 

გენერალური დიექტორის მოადგილე ხარისხის მართვის, მონიტორინგისა და ინვენტარიზაციის დარგში

გენერალური დირექტორის მოადგილე ინვენტარიზაციისა და ხარისხის მართვის დარგში, ალექსანდრე გურეშიძე კომპანია „ფრესკოს“ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და წარმატებული მენეჯერია.

ალექსანდრე 2013 წლიდან არის „ფრესკოს“ გუნდის წევრი. მის დეპარტამენტს ასევე შეუერთდა მონიტორინგის სამსახური.

ალექსანდრეს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება რითეილ სექტორში. მრავალი წელი მუშაობდა სუპერმარკეტების ქსელ "პოპულის" ინვენტარიზაციის სამსახურში.



 ნანა ნიკურაძე

დირექტორთა საბჭოსწევრი

გენერალური დირექტორის მოადგილე საოპერაციო დარგში

ნანა ნიკურაძე კომპანია ფრესკოში 2018 წლიდან მუშაობს. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება რითეილ სექტორში. 2008 წლიდან იკავებდა მენეჯერულ პოზიციას ქსელურ კომპანიის საოპერაციო დეპარტამენტში.

ნანა ნიკურაძე ფრესკოს დირექტორთა საბჭოს 2021 წელს შემოუერთდა და ხელმძღვანელობს საოპერაციო დეპარტამენტს. 






ეთერ გურგენაშვილი 

დირექტორთა საბჭოს წევრი 

გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსურ დარგში

ეთერ გურგენაშვილი კომპანია ფრესკოში ხელმძღვანელობს ფინანსურ დეპარტამენტს. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ფინანსური მიმართულებით. მუშაობდა "პროკრედიტ ბანკის" საფინანსო დეპარტამენტში. 

ეთერ გურგენაშვილი კომპანია ფრესკოს გუნდს 2016 წელს შემოუერთდა.