მთავარი

ფრესკო 2020 წლის საუკეთესო სუპერმარკეტად დასახელდა აღმოსავლეთ ევროპის ანალიტიკური პლატფორმა East Fruit-ის მიერ

2020-12-24

🏆 ფრესკო 2020 წლის საუკეთესო სუპერმარკეტად დასახელდა აღმოსავლეთ ევროპის ანალიტიკური პლატფორმა East Fruit-ის მიერ

🔎 გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და EU4Business მიერ მხარდაჭერილი ელექტრონული პლატფორმა East Fruit ატარებს ხილისა და ბოსტნეულის ბაზრების კვლევებს ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში.
📊 თითოეული სუპერმარკეტის ხილ-ბოსტნეულის განყოფილება შეფასდა ტრადიციული ოთხი კრიტერიუმის მიხედვით: ☑ პროდუქტის ხარისხი, ☑ ასორტიმენტი, ☑ სექციის წარმოჩინება და ☑ ფასი.
🥇 ამ ოთხი კომპონენტის ჯგუფური შეფასების შედეგად, სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო ხილ-ბოსტნეულის განყოფილების მიმართულებით, საუკეთესო სუპერმარკეტად დასახელდა.

გაეცანით სრულს სტატიას აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით შემდეგ ბმულზეwww.bpn.ge