გილოცავთ მარიამობას!ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი, მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრა, ფონდმა ხანდაზმულებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა, ასევე გადასცა მათ საკვები პროდუქტი და ტკბილეული.ვუსურვებთ თითოეულ ხანდაზმულს ბედნიერ და ტკბილ სიბერეს
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი, აღდგომის დღესასწაულზე სოციალურ სახლს ესტუმრა.
ფონდის წარმომადგენლებმა სოციალურს სახლს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრად სააღდგომო ნობათი გადასცა.
უფასო სასადილო ემსახურება სოციალურად დაუცველ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობას, ასევე მოხუცებსა და შშმპ პირებს.
დღის განმავლობაში მასპინძლობს 130 მდე ბენეფიციარს.
ტრადიციულად, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ეწვია სოციალურად დაუცველ ოჯახებს და სითბოთი, სიყვარულითა და ზრუნვით გადასცა მათ საახალწლო ნობათი და სადღესასწაულო დეკორაციები. თითოეულ ოჯახთან ერთად გავიზიარეთ ახალი წლის მოლოდინი და იმედი, რომ ეს დღეები მათთვის ცოტათი უფრო ნათელი და ბედნიერი იქნებოდა.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კვლავ ესტუმრა სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს, ფონდის წარმომადგენლებმა მათ საჩუქრად გადასცეს სააღდგომო ნობათი.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა "მომავლის გზის" დღის ცენტრის ბავშვებთან ერთად აღნიშნა.
ფონდის წარმომადგენლებმა 45 ბავშვს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, საჩუქრად გადასცა ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრები და ასევე გაუმასპინძლდა გემრიელი საკვებით.
ვუსურვებთ თითოეულ პატარას ბედნიერ მომავალს
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ივლისის თვეში, სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა და გადასცა მათ პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები.
ფონდმა ახალგაზრდა მოსწავლეს ნიკოლოზ გ.რომელიც გამოირჩევა ინტელექტუალური უნარებით და არის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული, მისი სწავლის საფასურის თანხის მობილიზებაში ფონდმა შეიტანა წვლილი