ფრესკოს საქველმქომედო ფონდი ესტუმრა მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს და გადასცა მათ საკვები პროდუქტები
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა ფინანსური წვლილი შეიტანა 13 წლის ბარბარეს სამკურნალო თანხების მობილიზებაში. ბარბარე თურქეთის კლინიკაში გადის მკურნალობის კურს. ვუსურვებთ მას მალე გამოჯანმრთელებას
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ივლისის თვეში, ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელის" დედათა და ბავშთა თავშესაფარს ესტუმრა.
თავშესაფარში ამ ეტაპზე 9 დედა და 15 ბავშვი ცხოვრობს.
ფონდმა ბავშვებს საჩუქრად სათამაშოები და ტკბილეული გადასცა.
პირველ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები, ტრადიციულად წელსაც, ესტუმრნენ მოხუცთა პანსიონატს. ფონდმა პანსიონატს საჩურად გადასცა, მათთვის საჭირო საკვები პროდუქტები და მიულოცა ხანდაზმულებს დღევანდელი დღე.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ივლისის თვეში, სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა და გადასცა მათ პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები.
დედის დღესთან დაკავშირებით, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ მოხუცთა თავშესაფარს “სიკეთის ლამპარს”. თავშესაფარში მცხოვრებ ბენეფიციარების ფონდმა გადასცა, ტკბილეული, საკვები პროდუქტები.
ვულოცავთ ყველა ქალბატონს დედის დღეს
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი თებერვლის თვეში 12 წლის ლექსოს ესტუმრა, ლექსო დედასთან და 16 წლის ძმასთან გიორგისთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც ცერემბრალური დამბლის დიაგნოზი აქვს და მუდმივად საჭიროებს მედიკამენტსა და მხარდაჭერას. ფონდმა, სოციალურად დაუცველი ოჯახი მათთვის საჭირო საკვები პროდუქტებით მოამარაგა