ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა,მოსწავლეებს, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, საჩუქრად გადასცა სასკოლო ჩანთა და საჭირო სასკოლო ნივთები.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა, ივლისის თვეში თავისი წვლილი შეიტანა პატარა, 6 წლის ვატო ფუტკარაძისათვის ფინანსების მობილიზებაში. ვატოს სასწრაფოდ ესაჭიროება გულის გადანერგვა და ემზადება საზღვარგარეთ გასამგზავრებლად.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა ნიკოლოზის სამკურნალო თანხის მობილიზებაში თავისი წვლილი შეიტანა და გაუწია ფინანსური დახმარება.
6 წლის ნიკოლოზს დაუდასტურდა ვილმსის მესამე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე, ის გერმანიაში, დორტმუნდის ბავშვთა საავადმყოფოში გადის მკურნალობას
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა აგვისტოს თვეში ფინანსური დახმარება გაუწია 18 წლის ნიკა ოქიტაშვილს, რომელსაც ესაჭიროებოდა სამედიცინო ჩარევა
ახალი წელი, ხომ ყველაზე მეტად პატარებს უხარიათ, სწორედ ამიტომ, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, 14 ბავშვს წინა საახალწლოდ სიურპრიზი მოუწყო. ბავშვები ესტუმრნენ სავაჭრო ცენტრს, სადაც ფონდის წარმომადგენლებმა მათ საჩუქრად გადასცეს /სითი მოლის/ სასაჩუქრე ვაუჩერები. მათ თავიანთი გემოვნებით შეარჩიეს საჩუქრები სასურველ მაღაზიებში. პატარები ასევე დაესწრნენ კინოსეანს, მხიარულმა მულტფილმა კი ნამდვილად შეუქმნა მათ საახალწლო განწყობა. ვუსურვებთ ყველა ბავშვს, ასრულებოდეს ყველა სურვილი
დედის დღესთან დაკავშირებით, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ მოხუცთა თავშესაფარს “სიკეთის ლამპარს”. თავშესაფარში მცხოვრებ ბენეფიციარების ფონდმა გადასცა, ტკბილეული, საკვები პროდუქტები.
ვულოცავთ ყველა ქალბატონს დედის დღეს
გილოცავთ ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი, ტრადიციულად "მომავლის გზის" დღის ცენტრს ესტუმრა, ცენტრის ბავშვებს გადაეცათ საჩუქრები, ასევე გავუმასპინძლდით გემრიელი საკვებითა და ტკბილეულით.
განსაკუთრებული განწყობა შეიქმნა მხიარული გმირების მონაწილეობით, რომლებმაც პატარებს სიყვარულით სავსე, დაუვიწყარი დღე აჩუქეს.