საქველმოქმედო ფონდი
საშობაო ქველმოქმედება

საშობაო ქველმოქმედება

საშობაო ქველმოქმედება

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია არასრულწლოვანს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფინანსური დახმარება ესაჭიროებოდა
ფონდის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარა ოჯახს მკურნალობის პროცესში და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის თანადგომა რთულ მომენტებში.
ამასთანავე, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა იანვრის თვეში დახმარება გაუწია პროექტს „ერთად დავძლიოთ აუტიზმი“ და გადასცა მათ  საახალწლო ვაუჩერები

მსგავსი აქტივობები
ყველას ნახვა
ბავშთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა
ბავშთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა

ბავშთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი 1 ივნისის — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, „მომავლის გზის“ დღის ცენტრთან ერთად აღნიშნა. ფონდის მხარდაჭერით , ბავშვებისათვის, სადღესასწაულო ღონისძიება მოეწყო, რომელმაც მათ ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად უქცია.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ბავშვების მიერ შექმნილი ხელნაკეთი აქსესუარებისა და ნამუშევრების გამოფენა, სადაც მათ საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს.

დღის განმავლობაში პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ საყვარელი მულტფილმის გმირები, რომლებმაც მათ უამრავი სიხარული, ღიმილი და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. დღის დასასრულს კი ბავშვებმა გემრიელი პიცებითა და სხვადასხვა კერძებით ისიამოვნეს.

გვიხარია, რომ ფრესკოს საქველმოქმედო ფონდს კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა, ეს განსაკუთრებული დღე ბავშვებისთვის უფრო ფერადი, მხიარული და დასამახსოვრებელი გაეხადა.