„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ 2014 წელს დაარსდა. დაარსების დღიდან მოყოლებული დაეხმარა ათასამდე მზრუნველობამოკლებულ პირს საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით, უფასო სამედიცინო კვლევების უზრუნველყოფით და სხვა საჭირო აქტივობით.
"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა" აგვისტოს თვეში "საქართველოს პენსიონერთა კავშირს" სადაც ასობით სოციალურად დაუცველი და ხელმოკლე პენსიონერი არის გაწევრიანებული, საჩუქრად გადასცა 7950 ცალი წიწიბურას შეფუთვა, აღნიშნული პროდუქტი დაურიგდათ "საქართველოს პენსიონერთა კავშირის" ბენეფიციარებს.
"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა" საქართველოს საპატრიარქოს 6000 კგ კარტოფილი გადასცა საქველმოქმედო მიზნებისათვის, აღნიშნული კარტოფილი დაურიგდათ საპატრიარქოს მიერ სოციალურად დაუცველ და ხელმოკლე ადამიანებს.
"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის" წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრნენ.ფონდის პრეზიდენტმა ქნ. მადონა კიკორიამ თითოეულ ოჯახს მათთვის საჭირო საკვები პროდუქტები,პატარებს კი ტკბილეული და სათამაშოები გადასცა საჩუქრად.
"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა" "ფრესკო ორთაჭალაში" აფხაზეთის ომში მონაწილე ვეტერანებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, "ფრესკოს" გენერალურმა დირექტორმა ქნ.სოფიო კორძახიამ მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.ფონდის წარმომადგენლები სახლებშიც ეწვივნენ ომის ვეტერანებს და მიულოცეს 26 მაისი.
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის“ წევრები აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად აპრილის თვეში მოხუცთა თავშესაფარს „სიკეთის ლამპარს“ ესტუმრნენ.ფონდის ხელმძღვანელმა მადონა კიკორიამ თავად მოინახულა ხანდაზმულები და გადასცა მათთვის მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტები.
"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა" მორიგი აქტივობა განახორციელა, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფონდის წარმომადგენლები "პირველი ნაბიჯი საქართველოს" დღის ცენტრს ესტუმრნენ.დღის ცენტრს საჩუქრად გადაეცათ მათთვის საჭირო საკვები პროდუქტები, მათი პატარა ბენეფიციარების განწყობაზე კი იზრუნეს ანიმატორებმა.
"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა" მარტის თვეში, დახმარება გაუწია 3 თვის ერეკლე დანელიას, მას მოკლე ნაწლავის სინდრომი აქვს და ესაჭიროება ოპერაცია. ფონდმა შეიტანა წვლილი საოპერაციო ხარჯებში და ერეკლეს ანგარიშზე გადაირიცხა 1000 ლარი. ვუსურვებთ პატარა ერეკლეს გამოჯანმრთელებას.
ქრისტინე უკვე ორი წელია „ფრესკო ჩიქობავას“ დღის კონსულტანტია,თქვენ ალბათ ხშირად ხვდებით მას ტკბილეულის სექციაში.ამავდროულად, ქრისტინე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VI კურსის სტუდენტია, მან სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამო მომართა „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდს“.ფონდმა გაითვალისწინა ქრისიტინას ოჯახური მდგომარეობა, რის საფუძველზეც დაუფინანსა სწავლის საფასური.წარმატებები ქრისტინეს!
"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი" სოციალურად დაუცველი ოჯახის პატარა წევრს,3 წლის ლუკას ესტუმრა, მას ფონდის ხელმძღვანელმა ქნ. მადონა კიკორიამ, ტკბილეული,სათამაშო და საკვები პროდუქტი გადასცა საჩუქრად.
ეს თაკო ოქროაშვილია „ფრესკოს„ წარმოების კონსულტანტი.2017 წლის ივნისის თვეში თაკომ „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდს“ მისი ოცნების ასრულების თხოვნით მომართა. მას სურდა დაუფლებოდა კულინარიის სპეციალობას.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ მას დაუფინანსა „ საქართველოს კულინარიის აკადამიის“ 7თვიანი სადიპლომო კურსი. მისი წარმატებით დასრულებისთანავე თაკო დასაქმდა „ფრესკო ორთაჭალას“ სუპერმარკეტში.
"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა" თებერვლის თვეში დახმარება გაუწია ახალგაზრდა დედას, ნინო ბერუაშვილს, რომელიც მწვავე ლეიკემიის უმძიმეს დიაგნოზს ებრძვის. ვუსურვებთ ნინოს გამოჯანმრთელებას.
"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის" პრეზიდენტმა ქნ. მადონა კიკორიამ და "ფრესკოს" სუპერმარკეტის თანამშრომლებმა, პირადად მიულოცეს დამდეგი შობის დღესასწაული თბილისის ქუჩებში გამოსულ მზრუნველობა მოკლებულ მოქალაქეებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი სითბო და ყურადღება. მათ საჩუქრად გადაეცათ ტკბილეული და საკვები პროდუქტები.