საქველმოქმედო ფონდი

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ 2014 წელს დაარსდა. დაარსების დღიდან მოყოლებული დაეხმარა ათასამდე მზრუნველობამოკლებულ პირს საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით, უფასო სამედიცინო კვლევების უზრუნველყოფით და სხვა საჭირო აქტივობით. 

2016 წლის ივნისის საქველმოქმედო აქცია

2016 წლის ივნისის საქველმოქმედო აქცია

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ ივნისის თვეში მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა.  პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ბენეფიციარებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს  მათთვის საჭირო საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადაეცათ.[more] „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ აპრილის და მაისის თვეშიც ტრადიციულად განახორციელა სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობა : აპრილის თვეში დავეხმარეთ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს. ოთხი შვილის დედას. მათ საყოფაცხოვრებო ტექნიკის არ ქონის გამო ძალიან უჭირდათ ცხოვრება. ჩვენ  შევუძინეთ სარეცხი მანქანა, რათა შეგვემსუბუქებინა მრავალშვილიანი დედის ცხოვრების ყოფითი  პრობლემები.მაისის თვეში ფულადი დახმარება აღმოვუჩინეთ გოგიბერიშვილების ოჯახს. ოჯახის ორივე წევრი, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან და გადაადგილდებიან ეტლით, საჭიროებდნენ მკურნალობას. ამისთვის კი “ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა გაიღო მკურნალობის ხარჯი. „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ მუდმივად ეწევა სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებს, რომელიც მომავალშიც ასევე აქტიურად გაგრძელდება.