ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა დაბადების დღე მიულოცა სოციალურად დაუცველ, შშმ პირის სტატუსის მქონე 11 წლის ტყუპ და-ძმას.განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად მათ გადაეცათ საჩუქრები, დაბადების დღის ტორტი და სხვადასხვა საკვები პროდუქტი.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა, ივლისის თვეში თავისი წვლილი შეიტანა პატარა, 6 წლის ვატო ფუტკარაძისათვის ფინანსების მობილიზებაში. ვატოს სასწრაფოდ ესაჭიროება გულის გადანერგვა და ემზადება საზღვარგარეთ გასამგზავრებლად.
გილოცავთ მარიამობას!ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი, მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრა, ფონდმა ხანდაზმულებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა, ასევე გადასცა მათ საკვები პროდუქტი და ტკბილეული.ვუსურვებთ თითოეულ ხანდაზმულს ბედნიერ და ტკბილ სიბერეს
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ტრადიციულად ესტუმრა მოხუცთა თავშესაფარს "სიკეთის ლამპარს" გადასცა მათ საჭირო საკვები პროდუქტები და მოინახულა თავშესაფარში მცხოვრები ხანდაზმულები.
ფონდის პრეზიდენტმა ქნ. მადონა კიკორიამ ჰოსპისის ბენეფიციარებს საკვები პროდუქტები, ტექნიკა და ჰიგიენის საშუალებები გადასცა.
„ციცინათელების ქვეყანა“ არის სახლი, სადაც უკურნებელი და ქრონიკული დაავადებების მქონდე 0-18 წლამდე ბავშვები იღებენ ზრუნვას, როგორც ადგილზე სტაციონარში ასევე შინმოვლის პროგრამით, რომლის ფარგლებშიც, ჰოსპისი ყოველ თვიურად მზრუნველობას უწევს 70-მდე ბავშვს.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი წინა სასკოლო საჩუქრებით, ტრადიციულად "მომავლის გზის" დღის ცენტრს ესტუმრა, სადაც ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ღებულობენ სხავდასხვა საგანმანათლებლო გაკვეთილებს, ეუფლებიან ხელოვნებას, იკვებებიან და ა.შმათ საჩუქრად გადაეცათ სასკოლო ინვენტარის სრული ასორტიმენტი.ვულოცავთ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
ტრადიციულად, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ეწვია სოციალურად დაუცველ ოჯახებს და სითბოთი, სიყვარულითა და ზრუნვით გადასცა მათ საახალწლო ნობათი და სადღესასწაულო დეკორაციები. თითოეულ ოჯახთან ერთად გავიზიარეთ ახალი წლის მოლოდინი და იმედი, რომ ეს დღეები მათთვის ცოტათი უფრო ნათელი და ბედნიერი იქნებოდა.