ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა, ივლისის თვეში თავისი წვლილი შეიტანა პატარა, 6 წლის ვატო ფუტკარაძისათვის ფინანსების მობილიზებაში. ვატოს სასწრაფოდ ესაჭიროება გულის გადანერგვა და ემზადება საზღვარგარეთ გასამგზავრებლად.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა დახმარება გაუწია 5 წლის ტაისია მ. და 10 წლის ნინო ჯ., ორივე მათგანს ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება, რისთვისაც საჭიროებენ ფინანსურ მხარდაჭერას.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა დაბადების დღე მიულოცა სოციალურად დაუცველ, შშმ პირის სტატუსის მქონე 11 წლის ტყუპ და-ძმას.განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად მათ გადაეცათ საჩუქრები, დაბადების დღის ტორტი და სხვადასხვა საკვები პროდუქტი.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა,მოსწავლეებს, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, საჩუქრად გადასცა სასკოლო ჩანთა და საჭირო სასკოლო ნივთები.
ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები უფასო სასადილოს ესტუმრნენ. მათ განსაკუთრებული სითბოთი მიულოცეს დღესასწაული იმ ხანდაზმულ ქალბატონებს, რომლებიც ყოველდღიურად სტუმრობენ სასადილოს და ცენტრს გადასცეს ტკბილეული და სხვადასხვა საკვები პროდუქტი
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ივლისის თვეში, სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა და გადასცა მათ პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები.
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ საახალწლო საჩუქრებით საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრი "იალონი"-ს ბენეფიციარები გაახარა და მათ შობა-ახალი წელი მიულოცა.