ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი, კვლავ ესტუმრა მოხუცთა თავშესაფარს სადაც 20 მდე ხანდაზმული ცხოვრობს და ღებულობს სამედიცინო დახმარებას. ფონდმა თავშესაფარს გადასცა პროდუქტები და ტკბილეული.
ვუსურვებთ ყველა ხანდაზმულს ბედნიერ სიბერეს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა "მომავლის გზის" ბენეფიციარებთან ერთად აღნიშნა
ფონდის წარმომადგენლებმა 50 მდე ბავშვს უმასპინძლა ფრესკოს გემრიელი პიცებითა და საცხობი პროდუქციით, ასევე ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ ტკბილეულის ნაკრები
ბავშვების განწყობა კი შექმნეს მხიარულმა გმირებმა
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა - "ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდის" 10 ბენეფიციარ ვეტერანს პროდუქტები გადასცა საჩუქრად. „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ მუდმივად ეწევა სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებს, რომელიც მომავალშიც ასევე აქტიურად გაგრძელდება.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი დღეს, ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა. ფონდის წარმომადგენლებმა მათ მიულოცეს დედის დღე და გადასცეს საჭირო პროდუქტები.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა, ივლისის თვეში თავისი წვლილი შეიტანა პატარა, 6 წლის ვატო ფუტკარაძისათვის ფინანსების მობილიზებაში. ვატოს სასწრაფოდ ესაჭიროება გულის გადანერგვა და ემზადება საზღვარგარეთ გასამგზავრებლად.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა "მომავლის გზის" დღის ცენტრის ბავშვებთან ერთად აღნიშნა.
ფონდის წარმომადგენლებმა 45 ბავშვს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, საჩუქრად გადასცა ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრები და ასევე გაუმასპინძლდა გემრიელი საკვებით.
ვუსურვებთ თითოეულ პატარას ბედნიერ მომავალს
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ საახალწლო საჩუქრებით საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრი "იალონი"-ს ბენეფიციარები გაახარა და მათ შობა-ახალი წელი მიულოცა.