ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა დახმარება გაუწია 5 წლის ტაისია მ. და 10 წლის ნინო ჯ., ორივე მათგანს ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება, რისთვისაც საჭიროებენ ფინანსურ მხარდაჭერას.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი თებერვლის თვეში 12 წლის ლექსოს ესტუმრა, ლექსო დედასთან და 16 წლის ძმასთან გიორგისთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც ცერემბრალური დამბლის დიაგნოზი აქვს და მუდმივად საჭიროებს მედიკამენტსა და მხარდაჭერას. ფონდმა, სოციალურად დაუცველი ოჯახი მათთვის საჭირო საკვები პროდუქტებით მოამარაგა
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა, ივლისის თვეში თავისი წვლილი შეიტანა პატარა, 6 წლის ვატო ფუტკარაძისათვის ფინანსების მობილიზებაში. ვატოს სასწრაფოდ ესაჭიროება გულის გადანერგვა და ემზადება საზღვარგარეთ გასამგზავრებლად.
ფონდის წარმომადგენლებმა ბავშვებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, საჩუქრად გადასცეს სასკოლო ჩანთა და მათთვის აუცილებელი სასკოლო ინვენტარი.
ტრადიციულად, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ეწვია სოციალურად დაუცველ ოჯახებს და სითბოთი, სიყვარულითა და ზრუნვით გადასცა მათ საახალწლო ნობათი და სადღესასწაულო დეკორაციები. თითოეულ ოჯახთან ერთად გავიზიარეთ ახალი წლის მოლოდინი და იმედი, რომ ეს დღეები მათთვის ცოტათი უფრო ნათელი და ბედნიერი იქნებოდა.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი, SOS ბავშვთა სოფელს ესტუმრა
ოჯახის გაძლიერების პროგრამის ფარგლებში 10 მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცათ მათთვის საჭირო ნივთები.
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ საახალწლო საჩუქრებით საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრი "იალონი"-ს ბენეფიციარები გაახარა და მათ შობა-ახალი წელი მიულოცა.