ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ივლისის თვეში, ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელის" დედათა და ბავშთა თავშესაფარს ესტუმრა.
თავშესაფარში ამ ეტაპზე 9 დედა და 15 ბავშვი ცხოვრობს.
ფონდმა ბავშვებს საჩუქრად სათამაშოები და ტკბილეული გადასცა.
პატარების მიერ თოვლის ბაბუასთან გაგზავნილმა სურვილებმა წელსაც ფრესკოს საქველმოქმედო ფონდში მოიყარა თავი
შევეცადეთ თითოეული პატარის სურვილი ზედმიწევნით აგვესრულებინა - მათი გახარებაც ვფიქრობთ, გამოგვივიდა.
ფონდის წარმომადგენლები „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს ესტუმრნენ და მათ დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცეს.
ფრესკო გილოცავთ შობის დღესასწაულს
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ დღის ცენტრს ესტუმრა.
ფონდის წარმომადგენლებმა, ცენტრის ბენეფიციარი ბავშვები და მათი ოჯახები საახალწლო ,სასაჩუქრე კალათებით დაასაჩუქრა, ასევე თოვლის ბაბუამ იზრუნა ბავშვების საშობაო განწყობის შექმნაზე.
პირველი ნაბიჯის დღის ცენტრი ემსახურება 6-დან 18-წლამდე 30-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ტრადიციულად ესტუმრა მოხუცთა თავშესაფარს "სიკეთის ლამპარს" გადასცა მათ საჭირო საკვები პროდუქტები და მოინახულა თავშესაფარში მცხოვრები ხანდაზმულები.
ფრესკოს საქველქმოქმედო ფონდმა დახმარება გაუწია სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც საჩუქრად გადაეცა საახალწლო საჩუქრები და პროდუქტები
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია არასრულწლოვანს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფინანსური დახმარება ესაჭიროებოდაფონდის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარა ოჯახს მკურნალობის პროცესში და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის თანადგომა რთულ მომენტებში.ამასთანავე, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა იანვრის თვეში დახმარება გაუწია პროექტს „ერთად დავძლიოთ აუტიზმი“ და გადასცა მათ საახალწლო ვაუჩერები
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი აგრძელებს იმ ადამიანების მხარდაჭერას, ვისაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება. ამჯერად ვესტუმრეთ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს და მათ ყოველდღიური საჭიროებისთვის საკვები პროდუქტები გადავეცით, ხოლო პატარებს – ტკბილეული, რათა მათი დღე კიდევ უფრო ბედნიერი და ღიმილიანი გამხდარიყო.