სიახლეები

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ინკლუზიური ბანაკის მხარდამჭერი გახდა

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ინკლუზიური ბანაკის მხარდამჭერი გახდა

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ინკლუზიური ბანაკის მხარდამჭერი გახდა .1–14 აგვისტოს შეკვეთილში ინკლუზიური ბანაკი „მე კარგად, შენ?!“ გაიმართა, რომელმაც 40 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდა გააერთიანა (მათ შორის დაუნის სინდრომის, აუტისტური სპექტრის, ტეტრაპლეგიის, ოლიგოფრენიისა და სხვა საჭიროების მქონე ახალგაზრდები). ბანაკის კვებით უზრუნველყოფის მიზნით, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა მათ საჭირო საკვები პროდუქტები გადასცა. 14 დღის განმავლობაში ახალგაზრდები უსაფრთხო და ადაპტირებულ გარემოში, პროფესიონალი თერაპევტებისა და კვალიფიციური პერსონალის მხარდაჭერით, მონაწილეობდნენ ფსიქოლოგიურ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო და ფიზიკურ-განმავითარებელ აქტივობებში.

ბავშთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა

ბავშთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი 1 ივნისის — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, „მომავლის გზის“ დღის ცენტრთან ერთად აღნიშნა. ფონდის მხარდაჭერით , ბავშვებისათვის, სადღესასწაულო ღონისძიება მოეწყო, რომელმაც მათ ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად უქცია.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ბავშვების მიერ შექმნილი ხელნაკეთი აქსესუარებისა და ნამუშევრების გამოფენა, სადაც მათ საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს.

დღის განმავლობაში პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ საყვარელი მულტფილმის გმირები, რომლებმაც მათ უამრავი სიხარული, ღიმილი და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. დღის დასასრულს კი ბავშვებმა გემრიელი პიცებითა და სხვადასხვა კერძებით ისიამოვნეს.

გვიხარია, რომ ფრესკოს საქველმოქმედო ფონდს კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა, ეს განსაკუთრებული დღე ბავშვებისთვის უფრო ფერადი, მხიარული და დასამახსოვრებელი გაეხადა.

გილოცავთ ბზობას!

გილოცავთ ბზობას!

გილოცავთ ბზობას!  პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2017 წელს დაარსდა ორგანიზაცია „ახალგაზრდული სახლი“, რომელიც ზრუნავს მზრუნველობას მოკლებულ, ზრუნვის სისტემიდან გამოსულ (ბავშვთა სახლებიდან) და ქუჩაში მცხოვრებ ახალგაზრდებზე. ეს არის სივრცე, სადაც ისინი პოულობენ სითბოს, მხარდაჭერასა და განათლების შესაძლებლობას — ადგილს, სადაც ახალი დასაწყისები იბადება იმედითა და ზრუნვით.  სწორედ ამ სივრცეს წინასააღდგომოდ ესტუმრნენ ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები და საჭირო პროდუქტები გადასცეს მათ საჩუქრად. ვიზიტის ფარგლებში, მათ დაათვალიერეს ტერიტორია და გაეცნენ იმ მრავალფეროვან აქტივობებს, რომელსაც „ახალგაზრდული სახლი“ სთავაზობს ბავშვებსა და ახალგაზრდებს. ვიზიტი განსაკუთრებულად თბილი აღმოჩნდა — ახალგაზრდებმა ფონდის წარმომადგენლებს კულინარიული მასტერკლასი ჩაუტარეს და გაუზიარეს მათი ცოდნა გადათარგმნე ინგლისურად