საქველმოქმედო ფონდი
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდს დღეს 10 წელი შეუსრულდა!

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდს დღეს 10 წელი შეუსრულდა!

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდს დღეს 10 წელი შეუსრულდა!

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდს დღეს 10 წელი შეუსრულდა!

სტატუსის მიღებიდან 10 წელია, რაც ჩვენი ფონდი გვერდში უდგას ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა . ამ წლებში ერთად გავიზიარეთ სიხარული და სითბო ათასობით ოჯახთან, ბავშვთან, ხანდაზმულთან და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებთან. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ გზაზე ჩვენი თანამგზავრი ხართ – თქვენი ნდობა და მხარდაჭერა გვაძლევს ძალას, რომ კიდევ უფრო მეტი სიკეთე შევიტანოთ საზოგადოებაში

მსგავსი აქტივობები
ყველას ნახვა
ბავშთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა
ბავშთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა

ბავშთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი 1 ივნისის — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, „მომავლის გზის“ დღის ცენტრთან ერთად აღნიშნა. ფონდის მხარდაჭერით , ბავშვებისათვის, სადღესასწაულო ღონისძიება მოეწყო, რომელმაც მათ ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად უქცია.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ბავშვების მიერ შექმნილი ხელნაკეთი აქსესუარებისა და ნამუშევრების გამოფენა, სადაც მათ საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს.

დღის განმავლობაში პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ საყვარელი მულტფილმის გმირები, რომლებმაც მათ უამრავი სიხარული, ღიმილი და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. დღის დასასრულს კი ბავშვებმა გემრიელი პიცებითა და სხვადასხვა კერძებით ისიამოვნეს.

გვიხარია, რომ ფრესკოს საქველმოქმედო ფონდს კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა, ეს განსაკუთრებული დღე ბავშვებისთვის უფრო ფერადი, მხიარული და დასამახსოვრებელი გაეხადა.